ვანის მერიას 27 ავტომობილი ემსახურებოდა დადგენილი 6 მანქანის ნაცვლად, – ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის შემდეგ ვანის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. აღნიშნული 27 ავტომობილისთვის 270 ათასი ლარის ღირებულების 125 ტონა საწვავი ყოველგვარი კონტროლის გარეშე მოიხმარეს. 2019 წლის შემდეგ ვანის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. მათი მოვლა-შენახვა 2019-21 წლებში ბიუჯეტს 122,540 ლარი დაუჯდა. 2021 წელს ვანის მერია ბალანსზე მყოფი 8 მანქანის მოვლა-შენახვისთვის 304,000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ცნობისთვის, ლონდონისა და ვილნიუსის მერიებს არცერთი მანქანა არ ემსახურება. ვანში 24,500 მოსახლეა, საიდანაც ყოველი მე-5 უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.