ოქტომბერი 2, 2021

ქუთაისში არჩევანი რეგისტრირებული ამომრჩევლის 16,5%-მა უკვე გააკეთა

12 საათის მონაცემებით ქუთაისში არჩევანი 25 380-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 16,5%-ია.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების ამ დროის მონაცემებით არჩევანი 13,6 პროცენტს ქონდა გაკეთებული.

59-ე საოლქო კომისიის ინფორმაციით, სულ 11 საჩივარია დაწერილი.