ოქტომბერი 2, 2021

რიკოთზე მიწის ფერდი ჩამიოიშალა, რის გამოც ავტომობილებით მოძრაობა შეფერხებულია

რიკოთზე ავტომობილებით მოძრაობა შეფერხებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 155 -ე კილომეტრთან, ფერდზე ჩამოიშალა მიწა, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.

ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიმდინარეობს ერთ ზოლზე, რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია.

ადგილზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.