ოქტომბერი 2, 2021

ქუთაისში არჩევნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის 44.53 პროცენტი მივიდა

20:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებზე 68 509 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44.53 პროცენტს შეადგენს. საოლქო კომისიაში 29 საჩივარია შესული. როგორც ადგილზე აცხადებენ, დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათის არის და ის საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს.