ოქტომბერი 4, 2021

ქუთაისი არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში – თეა წულიკიანი

ქუთაისი არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში, – ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს და მეორე ტურისათვის “უპრეცედენტო მობილიზაციის” მოწოდებას აკეთებს.

“მინდა მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ქუთაისი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქია, აკვანი ქართული კულტურის და ბევრი დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში. აი ეს არის ახლა ქუთაისში გასაკეთებელი და არა მხოლოდ…”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქუთაისის მერის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, ამომრჩეველთა ხმების 43,75% მიიღო. მმართველი გუნდის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ს 41,86%-მა დაუჭირა მხარი. ვინაიდან, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა, ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.