ოქტომბერი 4, 2021

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” ევაკუაცია გამოცხადდა

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი მაღაზიაში დანთებული სანთლიდან გაჩნდა.

ასევე ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სადენებს გაუჩნდა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.