ოქტომბერი 5, 2021

572 ახალი შემთხვევა და 270 მძიმე პაციენტი იმერეთში – 5 ოქტომბრის სტატისტიკა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 800 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 882 შემთხვევა, აჭარა – 103, იმერეთი – 572, ქვემო ქართლი – 174, შიდა ქართლი – 153, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 260, კახეთი – 409, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 44.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 131 საიდანაც 4 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 406, აჭარაში – 351, იმერეთში – 897.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 947 პირი, მათ შორის, თბილისში – 339, აჭარაში – 108, იმერეთში – 270. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 260 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 33, იმერეთში – 26.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 110 პირი ემსხვერპლა.