ოქტომბერი 8, 2021

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ კორპუსი ჩამოინგრა.

სავარაუდოდ, ეს ძველი კორპუსია, ამ დროისათვის მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები,

არის თუ არა მსხვერპლი, ჯერჯერობით ცნიბილი არაა. ამ დროისათვის ინფორმაცია არც დაშავებულების შესახებ ვრცელდება.

ადგილობრივების თქმით, მათ აფეთქების ხმა გაიგეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

სახლთან ახლოს მდებარე ავტომობილში მოყოლილი 2 წლის ბავშვი მაშველებმა გამოიყვანეს.