ოქტომბერი 9, 2021

ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევიდან 607 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა – 127, იმერეთი – 607, ქვემო ქართლი – 154, შიდა ქართლი – 147, გურია – 116, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 339, კახეთი – 368, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52. ➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 848 საიდანაც:

4 203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 402, აჭარაში – 381, იმერეთში – 991.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 945 პირი, მათ შორის, თბილისში – 315, აჭარაში – 83, იმერეთში – 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში – 25, იმერეთში – 32.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 221 პირი ემსხვერპლა.