ოქტომბერი 14, 2021

რუსთავის # 17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარია

რუსთავის # 17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარია, ადგილზე მობილიზებულია რუსთავის სახანძრო სამაშველო – სამსახურის ეკიპაჟები და ცეცხლის ქრობა მიმდინარეობს.

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ციხის სასადილოში გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა პატიმრების ევაკუაცია.

ეს დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტანემტის #12 დაწესებულებას ემიჯნება, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.