დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა – 178, იმერეთი – 700.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 394 საიდანაც: 5 153 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 747, აჭარაში – 470, იმერეთში – 1 255. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 154 პირი, მათ შორის, თბილისში – 371, აჭარაში – 81, იმერეთში – 412.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 18, იმერეთში – 29. 907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 515 – თბილისში, 189 – აჭარაში. 28 334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 59, ხოლო აჭარაში – 5.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 396 პირი ემსხვერპლა.