ოქტომბერი 16, 2021

ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 1 028 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 599 შემთხვევა, აჭარა – 159, იმერეთი – 1 028, ქვემო ქართლი – 309, შიდა ქართლი – 387, გურია – 144, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 435, კახეთი – 720, მცხეთა-მთიანეთი – 137, სამცხე-ჯავახეთი – 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 73.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 300 საიდანაც:

5 176 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 717, აჭარაში – 475, იმერეთში – 1 275.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 180 პირი, მათ შორის, თბილისში – 389, აჭარაში – 74, იმერეთში – 416. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 252 პირი, მათგან თბილისში – 131, აჭარაში – 15, იმერეთში – 24.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 440 პირი ემსხვერპლა.