ოქტომბერი 18, 2021

ქუთაისში სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნაწილში სწავლების პროცესი შეჩერდა

ქუთაისში 37 საბავშვო ბაღიდან 15 მათგანში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ორი კვირით სწავლის შეწყვეტის მიზეზი პერსონალისთვის ვირუსული ინფექციის დადასტურება გახდა.

რაც შეეხება სკოლებს, ქალაქში სამ სკოლაში შეწყდა სასწავლო პროცესი, ხოლო 38 სკოლაში 50 კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული.