დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 775 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 907, ქვემო ქართლი – 375, შიდა ქართლი – 442, გურია – 104, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 339, კახეთი – 879, მცხეთა-მთიანეთი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 51.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 872 საიდანაც 5 679 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 998, აჭარაში – 512, იმერეთში – 1 330.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 300 პირი, მათ შორის, თბილისში – 423, აჭარაში – 110, იმერეთში – 462. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 26, იმერეთში – 28.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 588 პირი ემსხვერპლა.