ოქტომბერი 21, 2021

ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 827 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 456 შემთხვევა, აჭარა – 111, იმერეთი – 827, ქვემო ქართლი – 293, შიდა ქართლი – 347, გურია – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 348, კახეთი – 696, მცხეთა-მთიანეთი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 48.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 358 საიდანაც: 5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 057, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 288. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 367 პირი, მათ შორის, თბილისში – 451, აჭარაში – 115, იმერეთში – 460. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 28, იმერეთში – 29. 1 012 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 – თბილისში, 271 – აჭარაში. 41 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 617 პირი ემსხვერპლა.