ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 467 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 688 804-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.09%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 790 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 626 478.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 699 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა, აჭარა – 119, იმერეთი – 876, ქვემო ქართლი – 283, შიდა ქართლი – 300, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322, კახეთი – 734, მცხეთა-მთიანეთი – 123, სამცხე-ჯავახეთი – 107, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 63.