ოქტომბერი 25, 2021

ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 704 შემთხვევა, აჭარა – 93, იმერეთი – 438, ქვემო ქართლი – 130, შიდა ქართლი – 84, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 129, კახეთი – 253, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 757 საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 362, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 263.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 549 პირი, მათ შორის, თბილისში – 570, აჭარაში – 132, იმერეთში – 480. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 პირი, მათგან თბილისში – 173, აჭარაში – 34, იმერეთში – 33.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 788 პირი ემსხვერპლა.