ოქტომბერი 30, 2021

ქუთაისში 124-ვე უბანი დარღვევების გარეშე გაიხსნა

ქუთაისში დღეს მერის არჩევნების მეორე ტური იმართება. ქალაქში 124-ვე უბანი რვა საათზე გაიხსნა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის შეფერხება არცერთ უბანზე დაფიქსირებულა.

ქალაქში ორი სპეცუბანია გახსნილი, მათგან ერთ-ერთი ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ქალაქში 153 726 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

გამარჯვებისთვის “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” კანდიდატები იბრძვიან.

დღეს მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი აირჩევენ საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.