დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 794 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 1 189, ქვემო ქართლი – 317, შიდა ქართლი – 512, გურია – 132, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 448, კახეთი – 657, მცხეთა-მთიანეთი – 149, სამცხე-ჯავახეთი – 123, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 83.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 957 საიდანაც:
6 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 475, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 398.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 609 პირი, მათ შორის, თბილისში – 591, აჭარაში – 128, იმერეთში – 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 37, იმერეთში – 32.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 136 პირი ემსხვერპლა.