დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარა – 193, იმერეთი – 979, ქვემო ქართლი – 360, შიდა ქართლი – 428, გურია – 142, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 378, კახეთი – 530, მცხეთა-მთიანეთი – 118, სამცხე-ჯავახეთი – 157, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 619 საიდანაც:
6 648 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 553, აჭარაში – 554, იმერეთში – 1 429.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 640 პირი, მათ შორის, თბილისში – 615, აჭარაში – 132, იმერეთში – 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 338 პირი, მათგან თბილისში – 186, აჭარაში – 40, იმერეთში – 31.
1 159 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 – თბილისში, 232 – აჭარაში.
41 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 238 პირი ემსხვერპლა.