წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მკვლელობა მოხდა. 33 წლის მამაკაცის მკვლელობისასთვის მისივე თანაკლასელი იძებნება.
მოკლული და ბრალდებული ნათლია-მირონები იყვნენ. სავარაუდიდ, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა და ის ჯერ დაკავებული არ არის.