ნოემბერი 6, 2021

ქუთაისელი აქტივისტები მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი გაათავისუფლეს

ქუთაისელი აქტივისტები მიხეილ მუმლაძისა და იმედა ონიანი, რომლებივც 2 დღის წინ დააკავეს, დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თუმცა, აქტივისტების საქმის სასამართლო განხილვა არ მომხდარა, ადვოკატების მოთხოვნით, სხდომა გადაიდო.

სხდომის ჩატარების თარიღი მხარეებს ეცნობებათ.

გათავისუფლებული აქტივისტების თქმით, ისინი პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა.

ადვოკატი ელისო დათუსანიის თქმით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით იყვნენ დაკავებული, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

აქტივისტები პოლიციამ ქუთაისში 4 ნოემბერს, გვიან ღამით, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა.