ნოემბერი 7, 2021

რეჟისორ ერმალო მაღრაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

რეჟისორი ერმალო მაღრაძე, რომელსაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, მეუღლესთან ერთად, მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადის.

79 წლის რეჟისორი კლინიკაში 4 ნოემბერს მოათავსეს.

როგორც კოვიდცენტრში აცხადებენ, პაციენტებს ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი დაზიანებული აქვთ, საყურადღებო პაციენტებს წარმოადგენენ და ყველა შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.