ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 509 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა – 89, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 146, შიდა ქართლი – 81, გურია – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140, კახეთი – 162, მცხეთა-მთიანეთი – 64, სამცხე-ჯავახეთი – 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 382 საიდანაც: 6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 677, აჭარაში – 587, იმერეთში – 1 475.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში – 638, აჭარაში – 129, იმერეთში – 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 355 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 38, იმერეთში – 30.
1 302 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 – თბილისში, 262 – აჭარაში. 43 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.