თბილისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც ოპოზიციის აქცია იყო დაგეგმილი, დაკავებები აქციის დაწყებამდე დაიწყო. დაკავებების სერია მიმდინარეობს სამივე ლოკაციაზე, სადაც აქცია იმართება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკავებულია 20-მდე ადამიანი.
როგორც ადგილზე მყოფი ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, დაკავებებს წინ რაიმე ინციდენტი არ უძღვოდა.
“წარმოუდგენელი ამბავი ხდება, პოლიციამ გამოაცხადა ნადირობა სამოქალაქო აქტივისტებზე”, – განაცხადა აკო მინაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქე შეუძლოდ გახდა, მას სამედიცინო დახმარე ადგილზე აღმოუჩინეს.