დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 832 შემთხვევა, აჭარა – 133, იმერეთი – 711, ქვემო ქართლი – 362, შიდა ქართლი – 423, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 311, კახეთი – 448, მცხეთა-მთიანეთი – 118, სამცხე-ჯავახეთი – 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 304 საიდანაც:
6 864 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 650, აჭარაში – 604, იმერეთში – 1 448.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 676 პირი, მათ შორის, თბილისში – 643, აჭარაში – 124, იმერეთში – 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 36, იმერეთში – 29.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 739 პირი ემსხვერპლა.