ნოემბერი 16, 2021

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 140 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 857 შემთხვევა, აჭარა – 210, იმერეთი – 1 008, ქვემო ქართლი – 308, შიდა ქართლი – 435, გურია – 148, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 443, კახეთი – 384, მცხეთა-მთიანეთი – 168, სამცხე-ჯავახეთი – 168, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -75.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 765 საიდანაც: 6 718 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 626, აჭარაში – 564, იმერეთში – 1 395.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 677 პირი, მათ შორის, თბილისში – 634, აჭარაში – 127, იმერეთში – 524. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში – 215, აჭარაში – 37, იმერეთში – 31.

1 156 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 763 – თბილისში, 235 – აჭარაში. 44 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.