ნოემბერი 17, 2021

ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევა და 72 გარდაცვლილი – 17 ნოემბრის სტატისტიკა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 884 შემთხვევა, აჭარა – 136, იმერეთი – 878, ქვემო ქართლი – 295, შიდა ქართლი – 425, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 408, კახეთი – 285, მცხეთა-მთიანეთი – 112, სამცხე-ჯავახეთი – 158, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 613 საიდანაც: 6 614 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 584, აჭარაში – 569, იმერეთში – 1 370.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში – 642, აჭარაში – 128, იმერეთში – 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 36, იმერეთში – 33.

1 175 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 – თბილისში, 239 – აჭარაში. 44 824 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 212 პირი ემსხვერპლა.