ნოემბერი 19, 2021

ინფიცირების 4 278 და გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა – 19 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 749 შემთხვევა, აჭარა – 155, იმერეთი – 715, ქვემო ქართლი – 273, შიდა ქართლი – 412, გურია – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთი -334, კახეთი – 267, მცხეთა-მთიანეთი – 110, სამცხე-ჯავახეთი – 114, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 723 საიდანაც:

6 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 504, აჭარაში – 540, იმერეთში – 1 365.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში – 619, აჭარაში – 126, იმერეთში – 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 381 პირი, მათგან თბილისში – 221, აჭარაში – 38, იმერეთში – 30.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 352 პირი ემსხვერპლა.