ნოემბერი 20, 2021

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროტოკოლი დღეს გაიწერება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ღამის საათებში გადაიყვანეს.

გორის ჰოსპიტალში გადაყვანისას ადგილზე იმყოფებდნენ მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია. პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ნიკა გვარამია და დიტო საძაგლიშვილი.

ადვოკატების განცხადებით, გადაყვანის პროცედურით კმაყოფილები არიან. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

მისივე თქმით, სახელმწიფო კომნილიუმის წევრებისა და გორის ჰოსპიტალის ექიმების მონაწილეობით მკურნალობის პროტოკოლი დღეს გაიწერება.