ნოემბერი 20, 2021

ინფიცირების 4 318 და გარდაცვალების 70 ახალი შემთხვევა – 20 ნოემბრის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 422 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა – 159, იმერეთი – 809, ქვემო ქართლი – 279, შიდა ქართლი – 360, გურია – 98, სამეგრელო – ზემო სვანეთი -295, კახეთი – 303, მცხეთა-მთიანეთი – 113, სამცხე-ჯავახეთი – 184, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 55.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 514 საიდანაც: 6 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 473, აჭარაში – 548, იმერეთში – 1 365. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში – 623, აჭარაში – 131, იმერეთში – 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 382 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 44, იმერეთში – 33. 1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 779 – თბილისში, 223 – აჭარაში. 45 870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.