ნოემბერი 21, 2021

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 498 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 415 შემთხვევა, აჭარა – 106, იმერეთი – 621, ქვემო ქართლი – 173, შიდა ქართლი – 242, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი -260, კახეთი – 253, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -24.