დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 861 შემთხვევა, აჭარა – 83, იმერეთი – 350, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 104, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი -115, კახეთი – 92, მცხეთა-მთიანეთი – 51, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -16.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 289 საიდანაც:
6 708 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 640, აჭარაში – 554, იმერეთში – 1 415.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 693 პირი, მათ შორის, თბილისში – 677, აჭარაში – 128, იმერეთში – 510. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში – 216, აჭარაში – 42, იმერეთში – 38.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 553 პირი ემსხვერპლა.