ნოემბერი 22, 2021

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

New York Times-ის მონაცემებით, ბოლო 7 დღის განმავლობაში, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

გამოცემის მიხედვით, საშუალო სიკვდილიანობა საქართველოში 74,7-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 2,01 გამოდის.

ცხრილში საქართველოს შემდეგ ბულგარეთი, მოლდოვა, უკრაინა და ხორვატიაა.