ნოემბერი 23, 2021

თბილისში “ვარდების რევოლუციის” მე-18 წლისთავს ცოცხალი ჯაჭვით აღნიშნავენ

“ვარდების რევოლუციის” მე-18 წლისთავის აღსანიშნად თბილისში მასშტაბური აქცია იმართება. თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე მოქალაქეები ცოცხალ ჯაჭვს მართავენ. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, ვარდებით მოქალაქეები ქუჩაში არიან გამოსულები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “საქართველო”, “მიშა”, “თავისუფლება მიშას”.

მათივე თქმით, აქციით მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უსამართლობაა, რომ ვარდების რევოლუციის მთავარი შემოქმედი დღეს დაპატიმრებულია და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.