ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 679 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 383 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 536, ქვემო ქართლი – 187, შიდა ქართლი – 244, გურია – 111, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 263, კახეთი – 155, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 923 საიდანაც: 6 611 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 592, აჭარაში – 525, იმერეთში – 1 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 691 პირი, მათ შორის, თბილისში – 663, აჭარაში – 126, იმერეთში – 505.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 44, იმერეთში – 39. 1 084 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 – თბილისში, 212 – აჭარაში. 39 228 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.