ნოემბერი 25, 2021

ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევიდან 822 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 623 შემთხვევა, აჭარა – 184, იმერეთი – 822, ქვემო ქართლი – 245, შიდა ქართლი – 428, გურია – 86, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 326, კახეთი – 311, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 393 საიდანაც: 6 523 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 575, აჭარაში – 506, იმერეთში – 1 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 670 პირი, მათ შორის, თბილისში – 662, აჭარაში – 126, იმერეთში – 504.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 42, იმერეთში – 39. 1 148 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 723 – თბილისში, 247 – აჭარაში. 38 722 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 736 პირი ემსხვერპლა.