ნოემბერი 26, 2021

ხვალიდან სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ დათ­ბე­ბა

27 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 – 29 ნოემბერს მცირე ნალექი შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისშიც 27 ნოემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.