დეკემბერი 3, 2021

“თავისუფლება მიშას” – სლოგანი ქუთაისის საკრებულოზე

“თავისუფლება მიშას” – ამ სლოგანით არიან წარმოდგენილი ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ისინი მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

ახალი მოწვევის საკრებულო დღეს, 3 დეკემბერს, პირველად შეიკრიბა. ქუთაისის მეშვიდე მოწვევის 35 წევრიან საკრებულოში, “ქართულმა ოცნებამ” 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ – 17. მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ეყოლება, ოპოზიციას – ორი.