დეკემბერი 4, 2021

ზაალ კუხიანიძეს ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია

სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც გუშინ ქუთაისის მერიასთან დაკავეს, ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.

ზაალ კუხიანიძეს ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია.

ადვოკატოს ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ზაალ კუხიანიძის დაკავებას უსამართლოს უწოდებენ ოპოზიციაში.

მათი თქმით, მოქალაქეებს საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ და ამის გამო არ უნდა იჭერდნენ.