December 12, 2021

კორონავირუსით ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან 481 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 380 შემთხვევა, აჭარა – 162, იმერეთი – 481, ქვემო ქართლი – 178, შიდა ქართლი – 171, გურია – 81, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 185, კახეთი – 149, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 43 854 საიდანაც:

6 142 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 396, აჭარაში – 514, იმერეთში – 1 324.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 554 პირი, მათ შორის, თბილისში – 610, აჭარაში – 124, იმერეთში – 452. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 321 პირი, მათგან თბილისში – 176, აჭარაში – 34, იმერეთში – 32.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 731 პირი ემსხვერპლა.