December 15, 2021

ქუთაისის აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-მ დაიწყო

პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი რეგულარული რეისებით მოხვედრა გახდა შესაძლებელი. ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-მ დაიწყო.

რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება. აბუ-დაბიდან ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი ცოტა ხნის წინ დაეშვა.

ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა ევროპის გარეთ დააფუძნა.

პირველი რეისის 226-ვე მგზავრს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ქუთაისის აეროპორტში ტრადიციული სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

Wizz Air Abu Dhabi-ს ავიაფლოტი მთლიანად ახალი, Airbus A321neo-ებისგან არის დაკომპლექტებული.

ავიაკომპანის ბაზა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მდებარეობს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს აბუ დაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით ასრულდებს.