დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, აჭარა – 243, იმერეთი – 481.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 39 168 საიდანაც: 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 325, აჭარაში – 514, იმერეთში – 1 253. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 476 პირი, მათ შორის, თბილისში – 589, აჭარაში – 119, იმერეთში – 442. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 36, იმერეთში – 33. 1 137 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 724 – თბილისში, 256 – აჭარაში. 32 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 918 პირი ემსხვერპლა.