December 17, 2021

ქუთაისში დევნილების ბინიდან ტელევიზორი და სხვა ნივთები მოიპარეს

ქუთაისში ცოტნე დადიანის ქუჩაზე დევნილების საცხოვრებელში ბინა გატეხეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახის წევრები იმ დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.

როგორც მეზობლები ამბობენ, წაღებულია ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.