საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა, მან ამ პოზიციაზე კამილა მამედოვა შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
თამარ რუხაძე ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს. ის 2013-2015 წლებში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
დღესვე, ქარტიის პრიზი 2021-ის გამარჯვებულები გამოავლინეს. ნომინაციაში – ვიდეორეპორტაჟი – “პუბლიკას” წევრი ბასტი მგალობლიშვილი გახდა, გამარჯვებული მულტიმედია პროექტი – “მთის ამბებია”. ნომინაციში – სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში – “რადიო თავისუფლების” წამომანდენელი ეკა ქევანიშვილი გახდა. ჟურნალისტური გამოძიება – ნინო წვერავა -სტუდია მონიტორი, “რადიო თავისუფლება” ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება – ანი ბურდული, “რადიო თავისუფლება”.