ახალი წლის ღამეს, საქართველოში, პიროტექნიკის გამოყენებისას 27 ადამიანი დაშავდა.
მათ შორის, თბილისში 8 ადამიანი დაშავდა, რომელთაგანაც ერთი არასრულწლოვანია. 6 დაშავებულს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
რეგიონებში 19 ადამიანია დაშავებული, მათგან 13-ს ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.