დიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვები იყო იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო ტყიბული -ნაქერალას მონაკვეთსა და ასევე ჩუმათელეთი ხუნევის მონაკვეთზე.
იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, გზებზე სპეციალური ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, მიმდონარეოს გაწმენდითი სამუშაოები. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის პრობლემა არცერთ მუნიციპალიტეტში აღარაა.
January 3, 2022
იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვები იყო