დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარა – 360, იმერეთი – 407, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 205, გურია – 123, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -67, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 834 საიდანაც:
4 353 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 027, აჭარაში – 510, იმერეთში – 751.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 115 პირი, მათ შორის, თბილისში – 544, აჭარაში – 120, იმერეთში – 283. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი, მათგან თბილისში – 151, აჭარაში – 33, იმერეთში – 28.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 041 პირი ემსხვერპლა.