January 8, 2022

ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევიდან 179 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 597 შემთხვევა, აჭარა – 343, იმერეთი – 179, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 111, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი -101, მცხეთა-მთიანეთი -48, სამცხე-ჯავახეთი -30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 184 საიდანაც:

1 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 846 – თბილისში, 281 – აჭარაში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 156 პირი ემსხვერპლა.