January 10, 2022

ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან 218 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 925 შემთხვევა, აჭარა – 336, იმერეთში – 218.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 363, საიდანაც იმერეთის საავადმყოფოებში მკურნალობს – 761.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში – 522, აჭარაში – 133, იმერეთში – 263.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 42, იმერეთში – 25.

1 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

29 260 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 218 პირი ემსხვერპლა.